აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 505 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 203 593-მდე გაიზარდა.
ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 43 ახალი ფაქტი დაფიქსირდა და დაღუპულთა რიცხვმა 2 253 -ს მიაღწია.
აზერბაიჯანში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 142 807 პაციენტი. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 58 533-ია.