ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის რაღაც ბრალდება, რომ რაღაც ერთობლივად გაკეთდა 20 ივნისს და ოპოზიციამ მოაწყო, არის ჩვეულებრივი ცრუ ბოდვა” – კაპანაძე კობახიძეს

“ევრპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს.

აღნიშნულ განცხადებას კაპანაძე “ცრუ ბოდვას” უწოდებს.

“სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა ქვეყანაში პრორუსული ძალები, რომელიც დაჯდა მთლიანად რუსულ ნარატივზე, რომელიც ახლა ახორციელებს პუტინისტური რეჟიმის რუსულ გზას, რომელიც გადის პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზე, მათ დაჭერაზე, პარტიების ჩახსნაზე საარჩევნო რეგისტრაციიდან, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე. სწორედ ეს არის რუსული გზა. ის რაღაც ბრალდება, რომ რაღაც ერთობლივად გაკეთდა 20 ივნისს და ოპოზიციამ მოაწყო, არის ჩვეულებრივი ცრუ ბოდვა, რომელსაც ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ კობახიძისგან და „ქართული ოცნების“ სხვა სპიკერებისგან“, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ. ამის შესახებ კობახიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტქალაქში“ განაცხადა.

იტვირთბა....