“მე არ მაქვს განცდა, რომ დღევანდელი უმრავლესობა არის შემძლე იმისა, რომ რეალურად, კრიტიკული კითხვები დასვას წარმოდგენილ მინისტრთა კანდიდატურების მიმართ. ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად ცხადად დაინახავს, რა სიმძიმე ახლავს ერთპარტიულობას, რამდენად მახინჯია ეს ვითარება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, გავაცნობიეროთ მდგომარეობა, რომელშიც აღმოვჩნდით და „ქართულმა ოცნებამ“ გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისული ვითარების კიდევ უფრო გაღრმავებისგან თავის ასარიდებლად და ე.წ. მოლალაპარაკებების მეხუთე რაუნდზე შესთავაზონ პოლიტიკურ სპექტრს, ოპონენტებსა და საზოგადოებას ის წინადადებები, რაც საშუალებას მოგცემს, რომ 2020 წლის არჩევნები მართლაც მიჯნად ვაქციოთ უკეთესი ცვლილებებისკენ.”
ფიქრია ჩიხრაძე – “ლელოს” წევრი
ამის შესახებ ჩიხრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.