„შემოტევასავით წამოვიდა – სრულიად უცნობი ადამიანები მწერენ, აი, ხვალიდან რემდისივირზე გადახვალთ, ხო? სულ არ აპირებს ჩვენი ძალიან გამოცდილი ექიმი, რამდენიმე თვეა მათ მკურნალობს და არანაირ საჭიროებას არ ხედავს. ეს არც პანაცეაა, არც პირდაპირი დარტყმითი მედიკამენტია ამ დაავადების წინააღმდეგ. ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ, ზედმეტი მოლოდინი რემდისივირთან ნუ გექნებათ, არ არის ეს ის პრეპარატი, რომელიც ამ დაავადებას კურნავს და აქრობს. საწყის ეტაპზე შეიძლება გამოიწვიოს რაღაც დადებითი ცვლილებები“.
დავით გადელია, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი
მისივე თქმით, რემდესივირის ძალიან არასწორი პიარი მიდის
წყარო: „რუსთავი2“