ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით მოსახლეობაში არსებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში იუმორისტული სტატუსით ეხმაურება.
“გუშინ, ეზოში, ზეიკიძის “კალბასზე” გაზრდილი მეზობელი მეკამათა, ვაქცინას როგორ გავიკეთებ, რა ვიცი, რისგან მზადდებაო”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
მისივე თქმით, “სიმართლე ნარევი იუმორი ყოველთვის კარგია”.
ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა. ამასთან, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ თუ იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი დაბალი იქნება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, ეს პანდემიასთან ბრძოლას ძალიან გაართულებს.