ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში ავარიის დროს დაშავებულ ფეხმძიმეს საკეისროს უკეთებენ – როგორია მისი მდგომარეობა

ქობულეთში სოფელ გვარას მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს  ორსული ქალბატონი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. აღნიშნულ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს ამ წუთებში საკეისრო კვეთა უტარდება.

„პაციენტი შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში. დაახლოებით 36 კვირის ორსულია. ამიტომ ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ამ წუთებში ბლოკშია შეყვანილი, საკეისრო უტარდება. ამის შემდეგ დაიგეგმება და გადაწყდება რა სახის დახმარებას აღმოუჩენენ. შესაძლოა დაჭირდეს ქირურგიული ჩარევა“,- აცხადებენ კლინიკაში.

დაშავებული მეორე პაციენტიც, რომლის მდფომარეობაც საშუალო სიმძიმისა.

ცნობისთვის, ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

იტვირთბა....