ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰავაიზე ვულკანი ამოიფრქვა

ჰავაის დიდ კუნძულზე ვულკანი „კილაუეა“ ამოიფრქვა.

როგორც „გარდიანი“ აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, ამოფრქვევა კვირას, 20 დეკემბერს, გვიან ღამით დაიწყო.

მედიასაშუალების ცნობით, ვულკანს, ამოფრქვევიდან ერთ საათში, 4,4 ბალიანი მიწისძვრა მოჰყვა.

USGS-ში ამბობენ, რომ ხალხისგან 500 ზარი დაფიქსირდა, თუმცა სერიოზულ დაზიანებაზე ჯერჯერობით ცნობები არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ „კილაუეა“ ბოლოს 2018 წელს ამოიფრქვა და ის ლავას თვეების განმავლობაში აფრქვევდა, რა დროსაც, 700 სახლი გაანადგურა.

 

ფოტო გადაღებულია 2018 წელს. 

იტვირთბა....