„დარწმუნებული ვარ, თქვენც ხედავთ – კულტურის სფერო, მას შემდეგ რაც ორი სამინისტრო გაერთიანდა, ჩაიკარგასავით. ამიტომ, ყოფილა მსჯელობა, როგორ გამოვასწოროთ ეს. მიიღებს ეს გამოსწორება ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბების ფორმას თუ არა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მთავრობის დამტკიცებას. მე, როგორც მთავრობის ყოფილი წევრი, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სამთავრობო ხედვა და არა დეპუტატის“.
თეა წულუკიანი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
დღესვე, წულუკიანმა „ფორმულას“ უთხრა, რომ თუ კულტურის მინისტრობას შესთავაზებენ, სერიოზულად დაფიქრდება.