მილანელთა ფორვარდმა, რაფაელ ლეაომ თამაშის დაწყებიდან 6.2 წამში გაიტანა. ეს არის როგორც სერია A-ს, ასევე ტოპ 5 ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის უსწრაფესი გოლი. მილანელთა მწვრთნელის, სტეფანო პიოლის განცხადებით, ეს კომბინაცია გუნდმა ვარჯიშზე დაამუშავა.
საბოლოოდ, სასუოლოსა და მილანის შეხვედრა ანგარიშით 2:1 მილანის სასარგებლოდ დასრულდა.