მთავარი ციტატა

“მაღაზიებს მყიდველი აღარ ეყოლებათ, ყველა ავად ვიქნებით და ვინღა მივა იმ მაღაზიაში?” – ზაზა წერეთელი შეზღუდვების შემსუბუქებაზე

“მესმის სავაჭრო ცენტრების, ეს სავაჭრო ცენტრები მართო საქართველოში არა, ყველგან არიან აღშფოთებულები. ძალიან რთული გადასაწყვეტია მართლა და მესმის, რომ სახელმწიფოს უჭირს გადაწყვეტილები მიღება. ერთ მხარეს არის ეკონომიკა, მეორე მხარესაა – ჯანმრთელობა. მე ჩაკეტვების მომხრე ვარ და მომხრე ვარ, რომ ეს შეზღუდვები გაგრძელდეს. ამ შობის დროს შეუძლებელია აკონტროლოთ ემოციები, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც ძლიერი ჯანდაცვაა, ისინიც კი მიხვდნენ, რომ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ გაექცეთ ეს სიტუაცია, ვეღარ დაიჭერენ. ამის შემდეგ კი მოხდება ისეთი რაღაც, რომ იმ მაღაზიების მეპატრონეებს, რომლებსაც უნდათ რომ გაიხსნან, უბრალოდ მყიდველი არ ეყოლებათ. ყველნი ავად იქნებიან, ყველა ავად ვიქნებით და ვინღა მივა იმ მაღაზიაში?”

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, “ჯანმოს” ქართველი წარმომადგენელი, ზაზა წერეთელი

ამის შესახებ ზაზა წერეთელმა ტვ “პირველთან” განაცხადა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინატო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

იტვირთბა....