მთავარი ციტატა

“უფრო მძიმედ წარიმართება თუ არა, ეს ჯერ არ იციან, ვერაგ ვირუსთან გვაქვს საქმე”- “ჯანმოს” ქართველი წარმომადგენელი

“ჯერ რამდნიმე დღე გავიდა, რაც აღმოაჩინეს და ახლა ძნელია დაადგინო, უნდა გვეშინოდეს თუ არ გვეშინოდეს. ერთი მომნეტი ვნახეთ ის, რომ ამ ვირუსმა გავრცელება სწრაფად დაიწყო. მაგრამ, ის, დაავადების სიმძიმე როგორია, უფრო მძიმედ წარიმართება თუ არა, ეს ჯერ არ იციან. კორონავირუსის მუტაცია ხდებოდა, მაგრამ ეს პირველადაა, რომ ძალიან დიდი ნაწილის მუტაცია მოხდა, რამაც დააფიქრა მეცნიერები. ცოტა ვერაგ და რთულ ვირუსთან გვაქვს საქმე.”

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, “ჯანმოს” ქართველი წარმომადგენელი, ზაზა წერეთელი

ამის შესახებ ზაზა წერეთელმა ტვ “პირველთან” განაცხადა.

ცნობისათვის, მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

იტვირთბა....