აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, იასამალის რაიონში ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტა. ინფორმაციას ამის შესახებ report.az ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დედა 29 წლისაა, ერთ-ერთი ბავშვი 4 წლის, ხოლო მეორე მასზე უმცროსი.
მომხდარის შემდეგ სამივე დაშავებული კლინიკაში გადაიყავნეს, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.