“პანდემიის პირველივე დღეებიდან ხელისუფლების ყველა შტო ყოველდღიურ რეჟიმში ერთობლივად ვმუშაობთ ვირუსის დასამარცხებლად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე სოლიდარობით, ერთობლივად, შევძლებთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, რეგიონების განვითარებას და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.”
მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი
ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.