ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად დარჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა.
„ამ მიმართულებით დაგეგმილია მუშაობის გააქტიურება ამ პერიოდისთვის გამოვლენილ ფაქტებზე, რათა მოხდეს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად ანაზღაურება. გაძლიერდება ღონისძიებები უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის პარალელურად, გააქტიურდება მუშაობა ამ სფეროში შესაძლო გამოსავლენად. გაგრძელდება კვების მრეწველობაში არაკეთილსინდისერი მეწარმეების გამოვლენა, რომელთა მხრიდანაც ადგილი აქვს პროდუქციის ფალსიფიკაციას“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.