პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ, ქუთაისის მერიის წინ, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა.
მისი შეფასებით, აღნიშნული ბიუჯეტი მოსახლეობაზე მორგებული არაა და მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება, ამასთანავე, ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი თანხები, მაგრამ არ შემცირებულა მერიაში დასაქმებულთა ხელფასები.
წულაიას თქმით, ბიუჯეტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომაც ქუთაისის მერიის შენობას ცერცვიც შეაყარა.
ცნობისთვის, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს საკრებულო დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.
ფოტო: „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“.