ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, მწვანე ზონაში განთავსებული აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს – შედეგად ერაყის არმიის წევრი, ერთი სამხედრო პირი დაშავდა, ამასთანავე, დაზიანდა ავტომობილი და საცხოვრებელი კომპლექსი. დაზიანდა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ერაყის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რაკეტები უკანონო დაჯგუფებამ გაუშვა.
აშშ-ის საელჩოში კი ამბობენ, რომ იერიშის შემდეგ ამოქმედდა დიპლომატიური წარმომადგენლობის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც რაკეტებს ანადგურებს ჰაერში.