გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 303 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა; ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა; ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 24 პაციენტი რჩება; სენაკი „ლაზიკამედიში“ მკურნალობს 34 პაციენტი, საშუალო სიმძიმის არის 31“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 110 ადამიანი, რეგიონის საკარანტინე სივრცეებში კი, იმყოფება 64 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი.