რუსთავში, სააკაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში სახლში ცეცხლი გაჩნდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
“ინფო რუსტავის” ინფორმაციით, გარდაცვლილია 42 წლის ქალბატონი, რომელიც ხანძრის დროს შენობაში იმყოფებოდა და მან გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხა. შენობიდან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა მისი 45 წლის ქმარი, ის ხანძარს უვნებლად გადაურჩა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 187 -ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.