ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მე მოვდივარ, რომ თვალებში ჩაგხედოთ”- ფაშინიანი სიუნიქის მოსახლეობას მიმართავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქის პროვინციის მოსახლეობას მიმართავს.

როგორც ნიკოლ ფაშინიანი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ის სიუნიქის პროვინციაში ვიზიტს გემავს, რათა მოქალაქეებს პირადად გაესაუბროს.

ფაშინიანის თქმით, სიუნიქში დაგეგმილი ვიზიტის მიზანი არა ხალხის გაღიზიანება, სიტუაციის გამწვავება და „ჭრილობაზე მარილის დაყრა“, არამედ მოსახლეობასთან გულახდილი საუბარია.

“მე ეს გადაწყვეტილება სიუნიქის მოსახლეობის მიმართ პატივისცემისა და დაფასების გამოსახატად მივიღე. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ჩაგხედოთ თვალებში და თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს დილიდან სიუნიქის შესასვლელებთან მოსახლეობა შეიკრიბა, რომლებიც აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს პროვინციაში არ შეუშვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა

იტვირთბა....