“ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას.”
ნათია თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი
ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.