“ჩვენ, ზოგადად, სინქრონს ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე ქმედებებს შორის – ოპოზიციის, ან, თავის დროზე, ხელისუფლების ქმედებებსა და რუსების ქმედებებს შორის. 2008 წელს ვინ მოქმედებდა სინქრონში? საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება და რუსეთის ხელისუფლება. სინქრონით ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიების 20%. არ გამოვრიცხავ ,გავრილოვი, რუსეთი და “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა” ერთად მოქმედებდნენ გამომდინარე იქიდან, რომ 10 დღით ადრე ჰქონდათ ტრანსპარანტები დაბეჭდილი. ინფორმაცია გვაქვს შესაბამისი სტამბიდან.”
ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი
ამის შესახებ კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რითიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა.
შეგახსენებთ, 2019 წელს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.