ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედს გამოვთქვამ, ოპოზიცია გაიაზრებს პასუხისმგებლობას და უახლოეს მომავალში შეუდგებიან საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებას” – ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობასა და პარლამენტს ერთობლივად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

ცქიტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია გაიაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველმა ერმა მათ მიანიჭა და უახლოეს მომავალში შეუდგებიან საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებას.

„სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები, ამ დარბაზში, ცარიელია და რა თქმა უნდა, მეც, როგორც თითოეული ჩვენგანი, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველმა ერმა მათ მიანიჭა და უახლოეს მომავალში შეუდგებიან საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებას. ჩვენ მთავრობას და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, სწრაფადდ უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება ისეთი სახით, რომ 2024 წლს შევძლოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად გავაკეთოთ განაცხადი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

იტვირთბა....