ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შემთხვევაში შემსუბუქდება დაწესებული შეზღუდვები წინასაახალწლო პერიოდში – იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი 24 დეკემბრის შემდეგ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება.

როგორც იმნაძე „კვირის პალიტრასთან” აცხადებს, შეზღუდვების შემსუბუქება დამოკიდებულია მოქალაქეებზე, თუ რამდენად დაიცავენ გაცემულ რეკომენდაციებს.

იმნაძის განცხადებით, თუ მოქალაქეები და ბიზნესის წარმომადგენლები წესებს დაიცავენ, შეზღუდვები შემსუბუქდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ეს არ მოხდება.

“რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან და დაიცავს დისტანციას, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ გავიკეთებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო არეალში დაიცავს წესებს და გააკონტროლებს სიტუაციას, შემსუბუქება შესაძლებელი იქნება. თუ არა, მაშინ გამკაცრებული შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ. თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს.,”- აცხადებს ინნაძე.

იმნაძე ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასაც ესმიანება და აღნიშნავს, რომ გარკვეული შეზღუდვები ვაქცინაციის დაწყების შემდეგაც დარჩება.

“ამასთან, გეტყვით, რომ ჩვენთან გარკვეული შეზღუდვები ვაქცინის შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდება. იმედი ნუ გვექნება, რომ ვაქცინის გამოჩენისთანავე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, თუმცა შეზღუდვა იქნება შედარებით ნაკლები,”- აცხადებს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინატო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

იტვირთბა....