მთავარი ციტატა

“რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა”- იმნაძე მოსახლეობას მიმართავს

“გაზაფხულზე შეზღუდვებისას 70%-ით შემცირდა მობილობა, ახლა – 40%-ზე ოდნავ მეტით, რაც საკმარისი არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა. კიდევ დავაკვირდებით… ჯერ არის დრო, ადამიანები მიხვდნენ, რომ პირბადეების გამოყენება და დისტანციის დაცვა უმნიშვნელოვანესია. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან და დაიცავს დისტანციას, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.”

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

ამის შესახებ პაატა იმნაძემ “პალიტრასთან” განაცხადა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

იტვირთბა....