გორის რაიონის სოფელ ყელქცეულაში კორონავირუსისგან ორი პედაგოგი გარდაიცვალა. სოფლის საჯარო სკოლაში მარინა ზაქარეიშვილი ქართულს, ხოლო თინათინ მანველიშვილი მათემატიკას ასწავლიდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ქალებს თანმხლები დაავადებები არ ჰქონდათ.
ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 731 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 208 638-ს მიაღწია.