პატარა გახსნაც გამოიწვევს იმას, რომ ვირუსი გაიქცევა და მისი შეკავება რთული იქნება. დეკემბერი -იანვარი ზოგადად რთული თვეებია ნებისმიერი ვირუსის პერიოდში. ვთვლი, შეზღუდვები უნდა გამკაცრებულიყო ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ყველამ იცით, რომ ახალი წელი ხალხს ძალიან უყვარს რამდენიმე დღის განმავლობაში იზეიმოს და ეს რამოდენმე დღე შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ქვეყანას“
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, “ჯანმოს” ქართველი წარმომადგენელი, ზაზა წერეთელი
ამის შესახებ ზაზა წერეთელმა ტვ “პირველთან” განაცხადა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. თავდაპირველი ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით იგეგმებოდა. თუმცა, მთავრობას ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.