ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეტი ახალი შტამის წარმოქმნის შესაძლებლობა იქმნება” – გერმანელი ეპიდემიოლოგის გაფრთხილება

„ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მეორე ტალღა ასეთი ძლიერი არ უნდა ყოფილიყო. რაც უფრო მეტი ინფექცია, მით უფრო სავარაუდოა, რომ მას უფრო საშიში მუტაციები მოჰყვება. ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრეა: რაც უფრო მეტი ინფექციაა, მით მეტი ახალი შტამის წარმოქმნის შესაძლებლობა იქმნება. ასე გრძელდება და გრძლედება, – ამის შესახებ გერმანელი ეპიდემიოლოგი კარლ ლაუტერბრაქი გერმანულ გამოცემა Sonntag-თან საუბრისას აცხადებს. 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ, კოვიდ-19-ის ახალი ფორმით არის გამოწვეული.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.

იტვირთბა....