ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გიორგი ბაგრატიონის დროს თბილისი ნაგვის ქალაქად გადაიქცა”

თუმცა, დასუფთავების სამსახურის უფროსი ამჯერად საქალაქო სამსახურს უზედამხედველებს

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. შპს “თბილსერვის ჯგუფს”  შპს “სინათლის ქალაქს” და ზედამხედველობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. “მეტრონომი” თბილისის მერიის პრესმდივანს, რიტა ყაველაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ  შპს “თბილსერვის ჯგუფს” ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, შპს “სინათლის ქალაქს” თორნიკე კიზირია. ასევე დაგვიდასტურეს ინფორმაცია, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად, გიორგი ბაგრატიონის დანიშვნასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, შპს “თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი ბაგრატიონი იყო, რომელიც ამჟამად, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ლევან ჯღარკავა კი ამ დრომდე შპს “თბილსერვის ჯგუფში” დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რომელიც შპს “თბილსერვის ჯგუფს” უხელმძღვანელებს,
რაც შეეხება შპს “სინათლის ქალაქს”, თორნიკე კიზირიაც აღნიშნულ შპს-ში დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. “სინათლის ქალაქის” ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ ხორავა იყო.

მერიაში საკადრო ცვლილებებს “მონიტორინგის  ცენტრი  მედიატორი”- ს დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელით  ეხმაურება:

“მერიაში საკადრო გადაადგილებები გრძელდება. ზედამხედველობის უფროსად ნიშნავენ დასუფთავების (თბილსერვისი) უფროსს გიორგი ბაგრატიონს. მისი მენეჯერული თვისებები ყველამ ვნახეთ, თბილისი ნაგვის ქალაქად გადაიქცა. არ არსებობს უბანი დასუფთავების მხრივ, რომ პრობლემები არ იყოს .” – წერს  ხაბეიშვილი.

იტვირთბა....