ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ძლიერი თავმჯდომარე ეყოლება და პარტია ბრძოლას გააგრძელებს” – ბარამიძე

„ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ძლიერი თავმჯდომარე ეყოლება და პარტია ბრძოლას გააგრძელებს,” – აღნიშნული განცხადება ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

ბარამიძის განცხადებით, პარტიის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელებული ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე ღირსეული და მებრძოლი ადამიანები არიან, რომლებიც ლიდერის თვისებებით არიან დაჯილდოებული.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს პოლიტსაბჭოს ჰქონდა საშუალება, მიეღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ასი ათასზე მეტ ჩვენს მხარდამჭერს და წევრს ჰქონდეს საშუალება, ელექტრონული ფორმით აირჩიოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯოდომარე, რომელმაც უნდა შეკრას კიდევ ერთხელ უფრო ძლიერად ჩვენი პარტია. აქტიურად ვმუშაობთ თითოეულ წევრთან, იქნება ეს საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ, მითუმეტეს, პრეზიდენტ სააკაშვილის აქ არყოფნის გამო.

ძალიან დიდი სირთულეები ექნება მას, მაგრამ ყველასთან კოორდინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. იგი უნდა გაუძღვეს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყველა დონის ჩვენს ლიდერთა ერთად იმ ბრძოლას, რაც გველის წინ ამ დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც უკვე გამოიკვთა თავისი ამოცანა. გადავიდნენ პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების გეგმის რეალიზაციაზე. ვნახოთ, რა ფორმით წარიმართება ეს. ჩვენ 8 წლის განმავლობაში სწორედ ამ რეჟიმში ვმუშაობდით, მაგრამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, სამწუხაროდ ივანიშვილმა გადაწყვიტა, ღიად და გამოკვეთილად დიქტორული გზის არჩევა. ამიტომ, ჩვენ წინ გვაქვს დიდი, მშვიდობიანი ბრძოლა.

მშვიდობიანი ბრძოლის ყველა მეთოდის გამოყენებით მოგვიწევს ბრძოლა ჩვენს ასობით ათას თანამოქალაქესთან ერთად იმისთვის, რომ რეჟიმმა უკან დაიხიოს და ქვეყანას ეღირსოს მშვიდობიანი, ნორმალური პროცესი, რომლის მეშვეობითაც ქართვველ ხალხს ექნება საშუალება, აირჩიოს ის ხელისუფლებაში, ვისაც საჭიროდ თვლის.

ამიტომ, სერიოზული მუშაობა იქნება განსახორციელებელი. ორივე კანდიდატურა, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა საბჭომ აარჩია, ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებიც არიან ღირსეულები, მებრძოლები, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული და შემკულები, რომლებმაც თავიანთი თავი გამოავლინეს წლების განმავლობაში, როგორც ღირსეული, ბრძოლისუნარიანი, კომპეტენტური და პატრიოტი ლიდერები. „ნაციონალური მოძრაობის“ ასობით ათას მხარდამჭერს საშუალება აქვს, ამ ორი ძალიან გამორჩეული კანდიდატურიდან ერთ-ერთი აირჩიოს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ იქნება არავინ დამარცხებული. დარწმუნებული ვარ, ლევანს ავირჩევთ თუ ნიკას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ძლიერი თავმჯდომარე ეყოლება და მეორე კანდიდატურაც ასევე გამარჯვებული იქნება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელშიც დიდი ხანია ჩართული ვართ“,-განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობა” და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა 15 დეკემბერს დატოვა.

როგორც მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

მისივე  თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები.

ამასთან,გრიგოლ ვაშაძე აღშფოთებას გამოთქვა სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.

იტვირთბა....