“ბუნებრივია ის, რომ პარლამენტში არ შესვლის პირობებში, პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს,” – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც უდუმაშვილმა მედიასთან საუბრისას გნამარტა, პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში და ეს საერთოდ არ არის საგანგაშო.
„ჩვენი სტრატეგიაც და გეგმაც უკავშირდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, რომლისთვისაც ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას, ბუნებრივია როცა არ შევდივართ პარლამენტში და უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, მთლიანად პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში და ეს საერთოდ არ არის საგანგაშო, რადგან ქუჩა არის მნიშვნელოვანი შემადგენელი პოლიტიკური პროცესები და მე ვფიქრობ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე პარლამენტის ტრიბუნა,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.