შსს-ს მომსახურეობის სააგენტოს ახალი დირექტორი დავით ნიკოლეიშვილი ჰყავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ნიკოლეიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და დავალებებიც მისცა.
როგორც შსს-ს მომსახურეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, ქეთი კოვზიაშვილმა „მეტრონომს“ აცნობა, დავით ნიკოლეიშვილი ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, თუმცა კონკრეტულად რა თანამდებობას იკავებდა სააგენტოს თანამშრომლისგან ვერ შევიტყვეთ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მომსახურეობის სააგენტო მოსახლეობას სხვადასხვა სერვისებს აწვდის, მათ შორისაა მართვის მოწმობის აღება, იარაღის გაფორმება, ავტომობილის ნომრების გაცემა და სხვა.