ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა, ეს ეკადრება ქრისტიანს?”- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ქადაგებისას კოორნავირუის პანდემიის დროს სამღვდელოების წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა, მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?!”,- აღნიშნა დეკანოზმა ქადაგებისას.

„მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიას, მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით. როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება. როგორ უნდა ვწრთოდეთ და ვშიშობდეთ, რომ ვაიმე ახლა მასონებს რა გეგმა აქვთ.

რას იზამენ. აცრებით დაგვღუპავენ ყველას. ეს ეკადრება ზოგადად ქრისტიანს და მითუმეტეს სასულიერო პირს? მაგრამ ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმითაც, რომ ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ. ამიოტმ, ჩვენ არფაერი არ გვემუქრება. ეს იყო ყველაზე საშინელება. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ რაღაცეებს რომ ვასწავლიდით,“- ამბობს დეკანოზი.

იტვირთბა....