ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) როგორ გაიქცა ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი” სასამართლო დარბაზიდან

ქართველი “კანონიერი ქურდი” ლევან აბულაძე ვლადიმირსკის საოლქო სასამართლოს დარბაზიდან გაიქცა. – ამის შესახებ ინფორმაციას “ПРАЙМ КРАЙМ” ავრცელებს.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, 45 წლის აბულაძეს კრიმინალურ წრეებში ლევან „სოხუმსკის“ სახელით იცნობენ.

გამოცემის ინფორმაციით, ოქტომბერში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის რუსეთის ფედერაციაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალა.

მათივე ცნობით, ის არალეგალთა იზოლატორში გადაიყვანეს და რუსეთიდან რამდენიმე დღეში უნდა გაეძევებინათ, თუმცა მოულოდნელად მას კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მუხლით ახალი ბრალი წარუდგინეს, რაც რუსული კანონმდებლობით 8-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც გამოცემა იუწყება, სწორედ ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა, თუმცა თავად ბრალდებული ბადრაგს პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაექცა.

რუსულეთის სამართალდამცავი ორგანოს ინფორმაციით, კი ლევან აბულაძის ადგილსამყოფელს ჯერაც ვერ მიაგნეს.

ხოლო, გუშინ, სასამართლოში აბულაძის ადვოკატები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, თუმცა როდესაც ირგვლივ მიმოიხედეს, აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულმა გათავისუფლებაზე თავადვე იზრუნა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ლევან აბულაძე არ გახლავთ რუსეთში ცნობილი ციხის – „ვლადიმირსკი ცენტრალის“ ერთადერთი ქართველი პატიმარი, ვინც სამართალდამცველებს ხელიდან დაუსხტლდა. ნოემბრის დასაწყისში ამავე ციხის პატიმარი, 44 წლის კრიმინალური „ავტორიტეტი“ მამუკა ჩხაბერიძე, ასევე უკვალოდ გაქრა.

ინფორმაციისთვის, ლევან აბულაძე „კანონიერ ქურდად“ 2006 წელს, 31 წლის ასაკში მერაბ ჯანგველაძემ და კახა ფარფალიამ „აკურთხეს“.

იხ: ვიდეო:

 

იტვირთბა....