ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაოწყო. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაქცინა პირველმა, პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
71 წლის ნეთანიაჰუ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა.
“მოვითხოვე ავცრილიყავი პირველი, რათა განახოთ პირადი მაგალითი და გაგამხნევოთ ვაქცინაციისთვის. ეს არის ერთი მცირე ინექცია ადამიანისთვის და გიგანტი ნახტომი ჩვენი ჯანმრთელობისთვის”, – მიმართა პრემიერმინისტრმა მოსახლეობას.
პრემიერი იმედოვნებს, რომ ისრაელი შეიძლება იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც COVID-19 პანდემიას დაამარცხებს, თუ ადამიანები ვაქცინაციას გაიკეთებენ.
ვაქცინა ასევე გაიკეთა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.
ისრაელში იმუნიზაცია დღეიდან იწყება – ვაქცინა ჯერ 10 კლინიკაში ჩაეშვება და უპირველესად ექიმებისა და მაღალ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.