“ამ ხალხის ჩაკეტვა სასტუმროებში და საავადმყოფოებში ძალიან დიდი ბლეფია და სიგიჟე. ამ პრინციპით, ჩვენ პოტენციური მკვლელები ვართ და არამკვლელი ადამიანებიც ციხეში ჩავსვათ?” – ამის შესახებ უფოლოგი, ერეკლე შონია საინფორმაციო სააგენტო “ალიასთან” ინტერვიუში საუბრობს.
როგორც შონია სააგენტოსთან საუბრისას დასძენს, ადამიანთა უმეტესობა, რომელიც მასთან გასასინჯად მივიდა, კორონავირუსი 15-23 თვის ჰქონდათ გადატანილი. უფოლოგი, ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ კოვიდ 19-ი ახალი ტიპის ვირუსი არ არის და ეს უბრალოდ ტყუილია.
„ეს ვირუსი იმდენად დიდი ზომისაა, რომ ფილტვებში ვერ ეტევა, იჭედება და იწყება ფილტვის ანთება.
თუ საყლაპავიდან ჩადის კუჭში, მას ხვდება აგრესიული გარემო, მჟავა, ნაწლავებში ხვდება ტუტე – ინფექციას ორგანიზმში გადარჩენის შანსი არ აქვს.
მთავარია, დიდი დოზით არ იყოს მიღებული და ფილტვებში არ იყოს ცუდი პროცესები დაწყებული.
ვინც მოვიდა ჩემთან და გავსინჯე, უმეტესობას 15-23 თვის წინ აქვთ კორონავირუსი უკვე გადატანილი, ის ამბავი, რომ ეს ახალი ვირუსია, ტყუილია!
სხვათაშორის, რთული ვირუსია, იმდენად რთულია, რომ ადგომაც კი უჭირს ადამიანს დახმარების გარეშე, თუ ასეთი შემთხვევაა, იქ აუცილებლად კლასიკური გზით უნდა წავიდეს მკურნალობა.
უმეტესწილად ვინც მოდის, ამ ადამიანებს აქვთ გაციება, სეზონური გრიპი, პანიკური შეტევები…
რთული ვირუსია, იმდენად, რომ ადგომა, სამთავრობო სხდომების ჩატარება, ტელევიზორიდან ქადაგება წარმოუდგენელია.
დღეს რასაც ვუყურებთ, იმ მასკარადს, დასნებოვნებული ადამიანები რომ კონფერენციებს და სამთავრობო სხდომებს ატარებენ – არის დიდი ბლეფი!
დიდი ბლეფია ისიც, რომ ჯანმრთელ ადამიანებს, სასუნთქ ორგანოებში, ტესტების ცხვირში ჩხიკინით აღმოუჩინეს ვირუსი, ამ ვირუსს უჭირს ადამიანის ორგანიზმში შესვლა და ეკრობა მის სველ ნაწილებს, ლორწოს.
აი, ამას პოულობენ სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებსაც არაფერი სჭირთ, რომელთა იმუნიტეტი უკვე შეჩვეულია და ანტიგენიც აქვთ.
ამ ხალხის ჩაკეტვა სასტუმროებში და საავადმყოფოებში ძალიან დიდი ბლეფია და სიგიჟე. ამ პრინციპით, ჩვენ პოტენციური მკვლელები ვართ და არამკვლელი ადამიანებიც ციხეში ჩავსვათ?
სტრესში ვაგდებთ ამით ჯანმრთელ ადამიანებს და მთელ მათ ოჯახებს“, – ამბობს „ალიასთან“ ინტერვიუში ერეკლე შონია.