ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მეუფეების ქადაგებების შინაარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც გამზარდია პოსტში წერს, სინოდის ზოგიერთ წევრი ცდილობს, მრევლი ღმერთით დააშინოს, რაც არასწორია.
“მე რომ ჩვენი სინოდის ზოგიერთ წევრს ვუყურებ, მგონი არა თუ ახალი აღთქმით არ სარგებლობენ, არც ძველით და საერთოდაც რის მიხედვით მოქმედებენ, ვერაფრით დგინდება.
მათი ძირითადი დისკურსია რომ ღმერთი ბუაა, ბოროტია, პატივმოყვარეა, მიუტევებელია და ა.შ. ლამის სისხლით “განწმენდის” ქადაგებაზე გადავიდნენ.
დამშვიდდით ხალხნო, დამშვიდდით, ნუ აძულებთ ადამიანებს ღმერთს,”- წერს არჩილ გამზარდია.
ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა თეოლოგმა ბასილ კობახიძემაც, რომელმაც მოსაყუდრე შიოს მრევლათან დამოკიდებულება გააკრიტიკა.