“საქართველოს წარმატებები, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებდა, უბრალოდ, ჩარეცხეს. ის 9 წელი მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავით და ნახეთ, როგორი მონაცემები გვქონდა. ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში ბოლოს და ბოლოს. ახლა გამოივლის გზად უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან, გვიხარიაო. სახელმწიფო მდივნები ჩვეულებრივად შემოივლიდენ ხოლმე, მოქმედი ძლიერი სახელმწიფო მდივნები და დისკოტეკებზე დაგვყავდა და მთებში.”
მიხეილ სააკაშვილი – საქართელოს ყოფილი პრეზიდენტი
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რა დროსაც მმართველობის პერიოდი გაიხსენა.