მეუფე ნიკოლოზმა ნაჩუქარი iPhone 12 Pro-ით ფილმი გადაიღო და ის Youtube-ს არხზე ატვირთა.
როგორც ფილმის აღწერაში ვკითხულობთ, ფილმი გადაღებულია საქართველში და იტალიიდან საქართველოში წმინდანების სხეულის ნაწილების ჩამობრძანებას ეძღვნება.
„ფილმი გადაღებული და დამონტაჟებულია 2020 წლის 14-18 დეკემბერს საქართველოში, გერმანიასა და იტალიაში iPhone 12 pro ტელეფონით და იტალიიდან საქართველოში წმინდანების სხეულის ნაწილების ჩამობრძანებას ეძღვნება“, – ვკითხულობთ აღწერაში.
შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზმა iPhone-ს შესახებ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საუბარი. ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ მან Iphone 11 pro ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა. გარდა ამისა, ტელეფონს ქადაგებების გადასაღებად და საკუთარ „იუთუბ“ არხზე ასატვირთადაც იყენებს. მეუფემ მისთვის ბოლო მოდელის iPhone-ს ჩუქების სურვილი გამოთქვა. ამის შემდეგ, მეუფეს ერთ-ერთმა მაღაზიამ საჩუქრად iPhone 12 Pro გადასცა.