“ირაკლი შოთაძე ბევრად უკეთესი პროკურორი იქნება, ვინც კი აქამდე გვყოლია.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
“საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატი მე წარუდგინე. გასაუბრების შედეგად, რომელთა აუდიოჩანაწერები საჯაროდ არის გამოქვეყნებული, აღმოჩნდა, რომ 13 ხმა მიიღო ირაკლი შოთაძემ. მე მჯერა, რომ ირაკლი შოთაძე, თუკი მას პარლამენტი აირჩევს მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე თუნდაც ამჟამინდელი მთავარი პროკურორია. ის იქნება ყველა იმ მთავარ პროკურორზე უკეთესი რომელიც კი აქამდე გვყოლია.
მას ექნება იმის ღრმა რწმენა, რომ სამართლებრივი რეფორმების გარეშე დემოკრატიული საქართველო არ არსებობს და ამ რეფორმებში ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამართალდამცავმა ორგანომ ხელიხელ ჩაკიდებულმა უნდა ვიაროთ “, – განაცხადა თეა წულუკიანმა.