ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ფორმულა“: სოფელ მატანის რწმუნებული ადამიანის გატაცებისთვისაა ნასამართლევი

„ახმეტის რაიონის სოფელ მატანის რწმუნებული ადამიანის გატაცებისთვის და ჯგუფური ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი“, – ამის შესახებ ინფორმაცის ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

მედიასაშუალბის წყაროს ცნობით, დავით მამუკელეშვილი, სოფლის რწმუნებული 2013 წლიდანაა, 1998 წელს, სტავროპოლში, ღვინის ქარხნის ბუღალტრის გატაცებისთვის აიყვანეს, გაასამართლეს და 14 წელი მიუსაჯეს.

ამავე სიუჟეტში ჩანს, რომ „ფორმულა“ რწმუნებულის მეუღლეს, ნონა მაისურაძესაც დაუკავშირდა:

„ფეხებს მოაჭამთ, ვერაფერს უზამთ, არც სამსახურიდან წამოვა, მუშაობის უფლებაც აქვს, გინდაც ნასამართლევი იყოს, ყველაფრის უფლება აქვს“, – უთხრა ჟურნალისტის მაისურაძემ.

როგორც სიუჟეტიდან ხდება ცნობილი, დავით მამუკელაშვილი ამბობს, რომ არ ახსოვს თუ რა მოხდა 22 წლის წინ.

იტვირთბა....