„დიდი ხანია, ვამბობთ, კობახიძის განცხადებებისა და ამ კანონპროექტების შემდეგ, მოლაპარაკებების მაგიდა შევიდა ჩიხში. ისევე, როგორც მერე არც ოპოზიციის ქმედებები იყო ხელშემწყობი. როგორც ჩვენს მეგობარს შეეფერება, ორივე მხარეს საყვედური უთხრა ბატონმა ელჩმა [კალრ ჰარცელმა], რაც, როგორც ოპოზიციის მხრიდან არის გასათვალისწინებელი, ასევე უმეტესად არის გასათვალისწინებელი ხელისუფლების მიერ“.
იაგო ხვიჩია, „გირჩის“ წევრი
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ ქუჩის პროტესტი არ ჩააანაცვლებს მოლაპარაკებების პროცესს.