ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) „შუბლის ძვალი ჩატეხილი ჰქონდა, ნეკნები დამტვრეული, ფეხი ამოვარდნილი” – ხონში, გარდაცვლილი 36 წლის მამაკაცის დედა მედიასთან საუბრობს

„შუბლის ძვალი ჩატეხილი ჰქონდა, ნეკნები დამტვრეული, ფეხი ამოვარდნილი, მუხლი დალურჯებული, ანუ ნაწამები იყო რასაც ჰქვია. ველოდებით ექსპერტის პასუხებს და იმის მიხედვით ვიბრძოლებ მერე“ – ამის შესახებ მედიასთან ხონის ფსიქიატრიული კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებში გარდაცვლილი 36 წლის მამაკაცის დედა საუბრობს.

„შუბლის ძვალი ჩატეხილი ჰქონდა, ნეკნები დამტვრეული, ფეხი ამოვარდნილი, მუხლი დალურჯებული, ანუ ნაწამები იყო რასაც ჰქვია. ველოდებით ექსპერტის პასუხებს და იმის მიხედვით ვიბრძოლებ მერე.  აქედან გადავიყვანე სრულიად ჯანმრთელი, ტანზე მეთვითონ ჩავაცვი, დაზიანებები არ ჰქონდა“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ, რუსუდან ჭკუასელმა.

ამასთან, გარდაცვლილის მამაკაცის მეუღლე აცხადებს, რომ ოჯახმა ის ნარკოლოგიურ საავადმყოფოში 10 დეკემბერს ჭარბი ალკოჰოლის მიღების გამო შეიყვანა; ადგილზე პაციენტს სასტიკად ეპყრობოდნენ, ბოლოს კორონავირუსითაც დაინფიცირდა, ქუთაისის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ხონის ფსიქიატრიულის ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს და კომენტარს არ აკეთებს.

იხ. ვიდეო:

იტვირთბა....