უფლებადამცველი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში კოვიდ დადასტურებული პაციენტების მკურნალობის მეთოდებზე პოსტს აქვეყნებს.
“მეტრონომი” უფლებადამცველის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“პაატა იმანაძეს და ამირან გამყრელიძეს ეს მკურნალობის პროტოკოლი კლავს! ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!”
– კოვიდ დადასტურებულ პაციენტს, რომელსაც ჰქონდა სიცხე 38,5 და ფილტვების ანთება 4-5 დღის განმავლობაში ყოველგვარი სამედიცინო მანიპულიაციების გარეშე იმყოფებოდა ერთერთ საავადმყოფოში. 5 დღის შემდეგ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, კერძოდ სიცხე 40-მდე და სუნთქვის უკმარისობა, პაციენტი იხჩობა ვერ სუნთქავს (ჟანგბადი დაეცა).
– მხოლოდ ამის შემდეგ პაციენტს ენიშნება დექსამეტაზინი, გადასხმები, ჟანგბადი, ანტიბიოტიკი და ა.შ.
– ეს ნორმალურია?! სანამ არ დამძიმდა და სიკვდილის პირას არ მივიდა ყურადღება ნული! მერე დამძიმებულს ან გამოიყვან მდგომარეობიდან ან არა!
– სამწუხაროდ ასეთია რეალური მდგომარეობა, არ მკურნალობენ მანამ სანამ მდგომარეობა არ არის კრიტიკული! სწორედ ეს მიდგომაა შესაცვლელი!
პ.ს. გაიხსენეთ რა ხდებოდა კოვიდ19-მდე? როგორ მკურნალობდნენ ნებისმიერ ვირუსის შედეგად გამოწვეულ მაგალითად ფილტვების ანთებას?! ახლა რატომაა შეცვლილი მიდგომა?!” – წერს სადღობელაშვილი.