ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს პრეპარატი რა მექანიზმით მუშაობს კაცმა არ იცის” – ექიმის გაფრთხილება მოქალაქებს

“თავი შეიკავეთ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებისგან რადგან ეს ე.წ პრეპარატი რა მექანიზმით მუშაობს კაცმა არ იცის”, – აღნიშნული რეკომნდაციით ექიმი და ბლოგერი, ზაზა თელია პაციენტებს და ზოგადად, მოქალაქეებს საკუთარი ბლოგის საშუალებით მიმართავს.

“მეტრონომი” ექიმის ბოგპოსტს უცვლელად გთავაზობთ.

კორესატინი – გარეგანი გამოყენების “მედიკამენტი” მოქმედი ქიმიური ჯენერიკის გარეშე გაფრთხილება!

აღნიშნული ინფორმაცია თავისუფალია ინტერესთა კონფლიქტისაგანმიკერძოებულმა, დაინტერესებულმა პირებმა თავი შეიკავონ კომენტარების გაკეთებისგან!

ასევე, თავი შეიკავეთ პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარებისგან რადგან ეს ე.წ პრეპარატი რა მექანიზმით მუშაობს კაცმა არ იცის.

კორესატინი – რეგისტრირებულია ქვეყანაში როგორც გარეგანი გამოყენების პრეპარატი და საკმაოდ ძვირიც ღირს.

რა თქმა უნდა ამ პრეპარატს არ გააჩნია დამოწმება არც FDA-ის და არც EMA-ის მხრიდან არცერთი კანის დაავადების სამკურნალოდ. მეტიც ამ ე.წ პრეპარატის ბიოქიმიური მოქმედების მექანიზმი გაუგებარია და მწარმოებელი კომპანია ირწმუნება რომ ის არის ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული საშუალება.

რა თქმა უნდა მსგავსი ტიპის სამეცნიერო მტკიცებულებებს მოკლებული, გაუგებარი და პოტენციურად სახიფათო პროდუქტის გამოყენება, რომლის მოქმედების მექანიზმიც უცნობია, ყოვლად გაუმართლებელია.

არსებობს სამეცნიერო გონივრული ეჭვი იმის თაობაზე რომ შესაძლებელია ამ პროდუქტის ეფექტური მოქმედების მიზეზი არასწორი ეტიკეტირება გახლავთ, ანუ მის შემადგენლობაში შედის სტეროიდი და ამის ხარჯზე ის ეფექტურად მუშაობს, ხოლო პაციენტი მას ხანგრძლივად იყენებს და ამით მატულობს სტეროიდებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები“- აფრთხილებს ექიმი მომხმარებლებს.

იტვირთბა....