“ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, დღეს გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულია, თუ შესაძლოა მომდევნო დღეებში გაუარესდეს… გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა საწოლფონდასგან.”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული განცხადებით ის ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.
შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა რეკორდული დღეს კოვიდიფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა.
“დღეს ისეთი შედეგები გვაქვს, როგორი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 2 და 3 კვირის წინ გვქონდა. აქედან გამომდინარე, ეს არის რიცხვი, რომელზეც ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა რეკორდული, თუ შესაძლოა, რომ გაუარესდეს მომდევნო დღეებში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში 53 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.