მთავარი ციტატა

(ვიდეო) „ბოდიშს მომიხდით, რადგან დამაბრალეთ ის, რაც არ მითქვამს!“ – ელისაშვილი ვახო სანაიას და ნონო ჟიჟილაშვილს მიმართავს

„პოზიტიური არასოდეს მითქვამს, საქმიანი იყო და კვალიფიციური. სიტყვა პოზიტიური კობახიძესთან მიმართებაში ვთქვი?! თუ ეგრე არ არის ბოდიშს მომიხდით?! ინტერპრეტაციისთვის ბოდიშს მომიხდით?! სანამ მკითხავთ გადაამოწმეთ, რა მაქვს ნათქვამი.
ახლა მომიხადეთ ბოდიში. მე დამაბრალეთ ის, რაც არ მითქვამს. სიტყვა პოზიტიური კობახიძესთან მიმართებაში არ მითქვამს. რატომ მეკითხებით მაგას, უხერხულია ისეთ კითხვებს მისვამთ.“

ალეკო ელისაშვილი – პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

ამის შესახებ მან გადაცემაში „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ 9 დეკემბერს, მოლაპარაკებების მეოთხე რაუდის დასრულების შემდეგ, ელისაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა: – “მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე იქ. იქ [მოლაპარაკებებზე] არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, ძალიან კორექტული.”

იხ: ვიდეო: 

იტვირთბა....