გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის საშულებით ქართველ ემიგრანტებს მიმართავს.
როგორც გიორგი ფხაგაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ემიგრანტები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არალეგალურად იმყოფებიან, აუცილებელია რომ მათ ჰყავდეთ ოჯახის ექიმი, რომელთანაც პირადი კონტაქტი ექნებათ ჯანმრთელობის გაუარესების დროს.
ამასთან, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ვიდეომიმართვაში დასძენს, მან საქართველოს მთავრობას ახალი ინიციატივა შესთავაზა, რომლის თანახმადაც უკლებლივ ყველა მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება იგი, აუცილებელია ჰყავდეს ოჯახის ექიმი.
“ემიგრანტები, რომლებიც მთელს მსოფლიოში ხართ, მინდა თქვენ მოგმართოთ. თუ თქვენ გესმით ჩემი ხმა. რამდენი თქვენგანი მწერთ, ბატონო გიორგი ეს მტკივა, ეს მაწუხებს და პირველი პასუხი რა მოდის ჩემგან?! – მე თქვენი ექიმი არ ვარ. მიმართეთ ოჯახის ექიმს და აი, აქ ვიჭედებით ხომ? – იქნებ რაღაც გავაკეთოთ ისე, რომ განსაკუთრებით ყველა ემიგრანტი, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთაა ელემენტარულად გავაკეთოთ ისე, რომ საქართველოში, ხომ გვაქვს ეს ინსტიტუტი, რომ ყველას უნდა ჰყავდეს თავისი ოჯახის ექიმი… ალბათ საკანონმდებლო დონეზე ეს კანონმდებლობა არის დასალაგებელი და იმიტომ მე შევთავაზე მთავრობას მისი დარეგულირება. მე ხომ არ ვარ პარლამენტში და არც კანონმდებელი ვარ. – და ხომ შეიძლება შევთავაზოთ, ან შევიტანოთ კანონში, რომ საქართველოს მოქალაქე, აფსოლუტურად ყველა ქართველი, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, ბათუმში, ქუთაისში თბილისში, იზმირში ისრაელში შენ უნდა გყავდეს ერთი ოჯახის ექიმი, რომელიც არის ოფიციალურად შენი ექიმი. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ როცა ხარ მაგალითად იტალიაში, მოდი ვთქვათ იქ არალეგალურად ხარ და შენ ვერ მიდიხარ ექიმთან იმიტომ რომ არა გაქვს საშუალება, ან ენა არ იცის ან სხვა მიზეზით ვერ მიდის ექიმთან, ამ დროს შენ რომ გყავს ოჯახის ექიმი, რომელიც არის საქართველოში, რომელსაც ელემენტარულად დაუკავშირდებით და დაგაკვალიანებს. მეც რომ მწერთ ბატონო გიორგი ეს პრობლემა მაქვს ეს არასწორია. ის ჯანმრთელობის პრობლემები რაც გაწუხებთ მხოლოდ თქვენს ოჯახის ექიმს უნდა გაუზიაროთ. ასე რომ ეს არის თქვენი პირადი ინფორმაცია და და თქვენი პირადი უნდა იყოს დაცული მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ოჯახის ექიმთან. ხომ გაქვსთ პირად ტელეფონის ნომერი?! – ხოდა ამ პირად ნომერზე უნდა იყოს მიბმული თქვენი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი საკანონმდებლო დონით! – და ეს ფინანსურად, ტექნიკურად ეს მე არ ვიცი. არ ვარ მე ფინანსისტი რომ ვყოფილიყავი მაშინ ფინანსთა მინისტრი ვიქნებოდი…
მაგრამ სამედიცინო კუთხით ჩვენ ერთი ნაბიჯი რომ გადავდგათ ეს ნიშნავს რომ ვიღაცა საქართველოში არის ექიმი, რომელსაც აქვს თქვენი დოსიე, სამედიცინო დოსიე.
მახსოვს ჩემს ბავშვობაში პოლიკლინიკაში მთელი ჩემი სამედიცინო ინფორმაცია ინახებოდა და მერე როცა იზრდებოდი ის გადადიოდა კლინიკაში და ეს უნდა აღვადგინოთ. ასე არ შეიძლება ხალხო.
და ძალიან ბევრი თქვენთაგანი ვინც მე მწერთ, გაქვთ ძალიან მარტივი პრობლემები, რომელზეც შეიძლება ექიმმა გითხრას ვაიმე წადი პარაცეტამონი იყიდო ან რამე მსგავსი. მაგრამ თქვენ რომ არ იცით და ანერვიულებულები ხართ ის პატარა პრობლემა მერე გახდება ძალიან დიდი პრობლემა და ეს დიდი პრობლემა მერე ხდება სასიცოცხლო მნიშვნელობის. ანუ ის რაც შეიძლებოდა მოგვარებულიყო თქვენი ოჯახის ექიმთან ერთი ზარით, რომელსაც თქვენზე ინფორმაცია ექნებოდა.
მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთაა უმეტესი არის არალეგალი ნუ კაი მე დიპლომატის ბარათი მაქვს მაგრამ ვინც უცხოეთში არალეგალურად იმყოფება ამ ხალხს პრივილეგიები არ აქვს. ამიტომაა საჭირო ოჯახის ექიმი რომ თქვენ უმრავლესობაში მყოფი არალეგალი ქართველებმა თქვენს ექიმს მიმართოთ თუნდაც უცხოეთიდან. კი ამაზე მთავრობა იტყვის ფინანსები არ გვაქვსო. – ამ დროს ჩემი პასუხი არის – მაგრამ ის ქართველი ხალხი რომელიც უცხოეთში მუშაობს, ალაგებს, და უვლის მოხუცებულს საქართველოში ხომ ოჯახში აგზავნის ფულს, ამ ფულით ცხოვრობს საქართველო… და ეს ოჯახი ხომ იმ ფულით პურს ყიდულობს, იხდის გადასახადებს და ა.შ.
მოკლედ შევაჯამოთ რა შევთავაზე მე მთავრობას, იყო პარლამენტის თავჯდომარე და რამოდენიმე კომიტეტის თავჯდომარე. მოკლედ მთავრობა კარგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და ჩემი პირველი წინადადება იყო ასეთი. ნომერი პირველი: საქართველოს მოქალაქეებს აფსოლუტურად ყველას არ აქვს მნიშვნელობა სად არის დედამიწაზე მათ პირად ნომერზე უნდა იყოს მიბმული ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი
ეს წინადადება შევთავაზე მთავრობას და მითხრეს ვნახოთ… – ბატონო გიორგი შემოიტანეთ საკანონმდებლო დონეზე წინადადებაო. – და მე კანონმდებელი არ ვარ, მე კანონებს არ ვწერ, მე არა ვარ პარლამენტარი, თორემ დავწერდი.
იხ: ვიდეო: