ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიცხე არ მიწევს და ვეხვეწები ექიმებს, მეორეც დამიმატონო”- გარდაცვლილი 35 წლის მამაკაცის ოჯახი ექიმებს შეუსაბამო მკურნალობაში ადანაშაულებს

რუხის კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი 35 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები ექიმებს გულრგილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

გიორგი მიმინოშვილის ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მთავარ მიზეზად ექიმების შეუსაბამო და დაგვიანებულ მკურნალობას ასახელებს.

“ჩემი შვილი ჯანმრთელი იყო. ვფიქრობდი, ამას რა მოერევა მეთქი “, – ამბობს ფორმულასთან გარდაცვლილის დედა.

გარდაცვლილის ოჯახის ცნობით, მამაკაცს მაღალი სიცხეები და ფილტვების ანთება აღენიშნებოდა, თუმცა ოჯახის ექიმმა ის კორონავირუსის ტესტის გასაკეთებლად არ გადაამისამართა და მას ანტიბიოტიკები გამოუწერა.

კორონავირუსი მიმინოშვილს მხოლოდ კვარიათის კოვიდსასტუმროში მისვლის შემდეგ დაუდასტურდა. გარდაცვლილის მეუღლის ცნობით, კოვიდსასტუმროში გადაუდებელი პროცედურების უზრუნველყოფას კი მნიშვნელოვნად აგვიანებდნენ.

“40-ზე მაღალი ჰქონდა სიცხე, ერთი აბი მომცესო და სიცხე არ მიწევსო და ვეხვეწები ექიმებს რომ მეორეც დამიმატონო“.

გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დროული და ადეკვატური დიაგნოზის, შემდეგ კი, სათანადო მკურნალობის პირობებში გიორგი ნონიაშვილი გადარჩებოდა.

გიორგი მიმინოშვილი კოვიდსასტუმროში პირველად 11 დეკემბერს მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა, ახალგაზრდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 დღის შემდეგ დამძიმდა, რის გამოც, ინფიცირებული რუხის საავადმყოფოში მოათავსეს. 8 დღიანი უშედეგო მკურანლობის შემდეგ მიმინოშვილი დღეს, 18 დეკემბრის გამთენიისას გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....