თურქეთის ერთ-ერთი საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემქსხვერპლა.
ხანძარი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ჟანგბადის სასუნთქი აპარატის აფეთქებამ გამოიწვია.