ოდესის ნავსადგურისპირა ქარხნის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლაი შუკოვმა, თოქ-შოუში მონაწილეობის შემდეგ, ოდესის გებურნატორ მიხეილ სააკაშვილს მუშტი დაარტყა.
უკრაინული მედიის ნცობით, ინციდენტის მიზეზი სააკაშვილის მხრიდან წამოსული კრიტიკა გახდა. ოდესის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საწარმოს კორუფციულ სქემებზე ისაუბრა.
ტელეარხ „24“-ის ინფორმაციით, თოქ-შოუს დასრულების შემდეგ სააკაშვილს შურიკოვმა მხარში მუშტი დაარტყა და მას უკრაინელი ხალხის მტერი უწოდა.